კომპანია შპს "იმერTV" წარმოადგენს სატელევიზიო ტრანზიტულ სამაუწყებლო ოპერატორს იმერეთის რეგიონში, რომელიც მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო სისტემის (LMDS) ტექნოლოგით ახდენს მომხმარებლისათვის ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას. კომპანიამ პირველი საცდელი ტრანზიტული მაუწყებლობა დაიწყო 2012 წლის ივნისის თვეში, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს 50 მაღალრეიტინგულ და ჟანრობრივად მრავალფეროვან სატელევიზიო პროგრამებს. კომპანიამ ყოველგვარი რეკლამირებისა და აფიშირების გარეშე დროის მოკლე მონაკვეთში იმერეთის მოსახლეობაში მიაღწია ნდობასა და მხარდაჭერას. ოპერატორი ტრანზიტულ მაუწყებლობას ეწევა 24 საათიან კოდირებულ რეჟიმში. ოპერატორს აქვს მინიჭებული საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ A.F.1 და B.F.4 ავტორიზაციის პუნქტები. შესაბამისობის დეკლარაცია